“შუქით ხატვის” დაბადების თარიღად პირობითად ითვლება 1893 წელი.
სადღაც 1800 წლიდან უკვე აქტიურად დაიწყო ფოტოაპარტის განვითარება.
1812 წელს ჯოზეფ ნისეფორ ნიეფსმა გამოიგონა კამერა-ობსკურა თავისი ლინზით და მოძრავი მილით. ეს მოწყობილობა შეიძლება ჩაითვალოს პირველ კამერად, რომელიც თანამედროვე ფოტოაპარატს გავს. ამავე აპარატით შეიქმნა ისტორიაში პირველი ფოტო, რომელიც უკვე დაფიქსირდა ქაღალდზე და დღემდეა შემორჩენილი. ეს იყო ხედი გამომგონებლის ოთახიდან, რომელზეც ჩანს სახლების სახურავები.


1935 წელს გამოჩნდა უკვე ფერადი ფოტოგრაფიაც, ხოლო 1963 წელს სენსაცია მოახდინა ფოტოაპარატ “პოლაროიდ”-მა.
“პოლაროიდ”-მა პოპულარობის პიკს მიაღწია 1980-იან 1990-იან წლებში.
1970-იან წლებში კომპანია “კოდაკი”-ს ინჟინერმა, სტივ სასონმა შექმნა პირველი ციფრული ფოტოკამერა, ამ კამერით გადაღებული ფოტო იწერებოდა მაგნიტურ კასეტაზე, თითო კადრის ჩაწერას იგი უნდებოდა 23 წამი. ფოტოების დათვალიერება შესაძლებელი იყო სპეციალური მიკროკომპიუტერის საშუალებით, რომელსაც კასეტიდან უნდა წაეკითხა გამოსახულება და გაეშვა ტელევიზორის ან მონიტორის ეკრანზე.
No comments:
Post a Comment